რა არის მუსთერაპია?
მუსთერაპია ვიკიპედიის (www.wikipedia.org/wiki/musictherapy), კვლევების და
დაკვირვების მიხედვით, წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ოპტიმალურ საშუალებას,
ვინაიდან მუსთერაპიული მომსახურება მოიცავს შემოქმედებით, თერაპიულ და
პედაგოგიურ-აღმზრდელობით ინტეგრირებული მუშაობის ფორმებს. ის სასარგებლოა
ყველა მოწყვლადი ჯგუფისათვის, განსაკუთრებით ყველა კატეგორიის შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ის უნივერსალურია.
რატომ უნდა გამოვიყენოთ მუსიკალური თერაპია? მუსიკა შეიძლება გამოვიყენოთ
ურთიერთობისთვის და კომუნიკაციისთვის იმ შშმ ბავშვებთანაც, რომლებსაც შეიძლება
ჰქონდეთ სიტყვებით კომუნიკაციის პრობლემა. ამ გზით, მუსიკა შეიძლება გამოყენებულ
იქნას, როგორც ინსტრუმენტი, რათა მივაღწიოთ თერაპიულ მიზნებს, როგორიცაა
თვითგამოხატვა, კომუნიკაციის განვითარება და სოციალური უნარები, ან ურთიერთობის
განვითარება. მუსიკალური თერაპია განსხვავდება მასწავლებობისგან. მიზანი არ არის
ინსტრუმენტის დაკვრა რაღაც განსაკუთრებული გზით, მთავარია უსაფრთხო გარემოს შექმნა
იმისათვის რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა.
სიმშვიდე და მომავლის იმედი, კომფორტი , რელაქსაცია და განვითარება
კომპლექსურად! ეს იქნება ემოცია, რომელიც დაეუფლება მომხმარებელს. სასურველია
საზოგადოების დიდ ნაწილს მუსთერაპიის ცენტრთან მიმართებაში ადეკვატური ემოცია
გაუჩნდეს და არ წარმოიდგინოს სამედიცინო პროცედურა. სპეციალურად აღნიშნული
სოციალური საწარმოსათვის შეიქმნება შესაბამისი ლოგო და მესიჯიც!
რა თქმა უნდა მუსიკა, როგორც თერაპია მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული ბავშვზე.
ეს არის ნდობაზე და მიღებაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
მუსთერაპიის ბრენდის მისიაა - საქართველოში განვითარება და ეფექტური გამოყენება
მუსიკის თერაპიის, როგორც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია-აბილიტაციის
ალტერნატიული სოციალური სერვისის. ეს არის ყველა კატეგორიის ადამიანისათვის, მათ
შორის შშმ პირებისათვის საშუალება მენტალური განვითარების და ფსიქო-სოციალური
დაბალანსების.
ორგანიზაციის შესახებ
2003 წლიდან დღემდე ორგანიზაციას მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული:
- “მუსიკის მოყვარულთა კლუბი” – საპენსიო ფონდის დაფინანსებით. 2003წ.;
- სარეაბილიტაციო დღის ცენტრი “ღია სტუდია” – 2004 წ ქ. თბილისის “ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დაფინანსებით.;
- “ ღია სარკმელი საზოგადოებაში” – ვილნიუსის “ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში დაფინანსებით. -2005წ.;
- ინტეგრირებული სათამაშო კომპლექსი ქალაქის სკვერში – ორგანიზაცია “ჩვენი ეზო” და “საერთაშორისო ქალთა ორგანიზაციის” დაფინანსებით -2005 წელი;
- ვიდეო-კლიპი დღის ცენტრის ბავშვებისა და ნინო ქათამაძის მონაწილეობით ”მოდით , ერთად შევაერთოთ გზები!” -საპენსიო ფონდი -2005 წელი;
- “გადალახვა “ – სპორტული უნარების განვითარება - შვეიცარული განვითარების სააგენტო - 2006წ.;
- “მწვანე ხიდი” –შპს “კოკა-კოლა ბოთლრზ ჯორჯია” –მოზარდების დასაქმება ქ. თბილისის სკვერების გამწვანება-დასუფთავების საქმეში -2006-2007 წელი.
- დღის ცენტრი “ღია სტუდია” – “სახელმწიფო დასაქმებისა და სოციალური დახმარების სააგენტო” –2004-დღემდე;
- პილოტური პროექტი ”ინკლუზიური განათლების ელჩები” დიდუბე-ჩუღურეთის სასკოლო საზოგადოების ონფორმირება შშმ პირთა უფლებებზე და ინკლუზიაზე- 2007 წ. ფედერაცია ”SAVE The Children” და USAID;
- პროექტი ” კეთილგანწყობილი გარემო” ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი 2008 წლის ლტოლვილ ბავშვთა დასახმარებლად - 2008-2010 წწ. ფედერაცია ”SAVE The Children” და ECHO ;
- სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების პროექტი - წიგნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებისათვის „ მწვანე ხიდი” 2011 წ.
- თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის პარტნიორული პროგრამა დონორები: ევროკავშირი და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამა 2011, 2012, 2013.
- 2012, 2013, 2014, 2015 წელი – დღის ცენტრი შშმ ბავშვებისათვის; (დაფინანსება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო); ფსიქიკური და ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვა –2013 წლიდან – 2014 წლის 1 ნოემბრამდე (ევროკავშირი) ;
- „არტთერაპია ყველასათვის“ – უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს სახელობის საპატრიარქო ფონდის დაფინანსება – 2014 წლის მაისი;
- 2013, 2014 წელს – გამოფენა შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით;
- მწვანე ხიდი– სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის ფონდი – 2013 წ;
- 2014 წ. - პარაორკესტრი - საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“;
- 2015 წ. - ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი - „პარაორკესტრი“
- 2015 წ. - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - პარაორკესტრი;
- 2016 წ. - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი - პარაორკესტრი;
- 2016 წ. – „ხელმისაწვდომი მუსთერაპია“ - ევროკავშირი და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.