• +995 032 2954084;
  • ტელეფონი
  • ორშ–პარს. 10:00 – 17:00
  • სამუშაო საათები

ჩვენი მისია

ჩვენ გვსურს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანისათვის, მათ შორის შშმ პირითათვის, ხელმისაწვდომი იქნება მუსთერაპია, როგორც საჭირო ფსიქო-სოციალური მომსახურება. ამისათვის ჩვენ ვნერგავთ და ვაძლიერებთ მუსთერაპიულ სერვისს შშმ და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

მუსთერაპიის დამფუძნებლები არიან საქართველოში რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციის „მშობელთა ხიდის“ აქტიური წევრები, რომელთაც ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ შშმ პირებთან ურთიერთობის და მუსთერაპიის ჩატარების. მუსიკის ზემოქმედების ძალა, მისი მიწოდების ინოვაციური მეთოდი და მუსთერაპიით მიღებული შედეგები გახდის „მუსიკა თერაპიას“ ძალიან პოპულარულს და მნიშვნელოვან სერვისს საქართველოშიც, ისევე როგორც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ჩვენი მიზანია, უნიკალური სერვისი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული სარგებელი მოუტანოს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მუსთერაპიის გუნდი, საქმისადმი სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწევს დასახულ მიზნებს, რასაც წარსულში მიღებული გამოცდილება და შედეგები უკვე ასახავს.

გამოცდილება

2003 წლიდან დღემდე ორგანიზაციას "მშობელთა ხიდი" მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული.

კვალიფიციური ჯგუფი

საქართველოს მუსთერაპიული ცენტრის თერაპევტებმა პრაქტიკა გაიარეს ბრიტანელ მუსთერაპევტებთან.

თანამედროვე სტანდარტები

ჩვენი ცენტრი აღჭურვილია მუსიკალური ინსტრუმენტებით,სპეცალურად მუსთერაპიისთვის საჭირო ნივთებითა და ტექნიკით.

სიღრმისეული დაკვირვება

ჩვენი თერაპევტებისთვის მთავარი გამომწვევი მიზეზია და არა სიმპტომი;წორედ ამიტომ აქვს მუსთერაპიას უდიდესი შედეგები.