ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი“ უკვე 15 წელია ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ ორგანიზაციას მუსთერაპიული მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციამ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაარსა მუსთერაპიული ცენტრი. მუსთერაპიული ცენტრის ფართი სრულად რეაბილიტირებული იქნა სს“ლიბერთი ბანკის“ დახმარებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მუსთერაპიული ცენტრი საქართველოსთვის პირველია. ის მოემსახურება არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მოზარდებს. ცენტრი იმუშავებს ყოველდღე. მუსთერაპიული ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაეხმარება ბავშვებს სხვადასხვა პრობლემების გადალახვაში. ცენტრში მუსთერაპევტებთან ერთად იმუშავებენ ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, სპეციალური პედაგოგები , აბა თერაპევტები და ოკუპაციური თერაპევტი;